The Cold Light of Day / ცივი ნათელი დღე (ქართულად)
მძაფრსიუჯეტიანი
უილ შოუ – არის თვითდაჯერებული ახალგაზრდა ამერიკელი, თრეიდერი უოლ–სტრიტიდან. ის მუშაობს ბირჟაზე და როგორც ყველა ოცნებობს კარიერულ წინსვლაზე. ის ოცნებობს შვებულების სხვაგვარად გატარებაზე, მაგრამ მიემგზავრება ოჯახთან დასასვენებლად ესპანეთში. ის ალბათ სხვა ქვეყანაში წავიდოდა, რომ არა თავისი ახლობლების დაჟინებული თხოვნა. ვერავინ წარმოიდგენდა, როგორი კოშმარი გახდებოდა ეს მოგზაურობა: მისი ოჯახის ყველა წევრს აიყვანენ ტყვედ და უპირებენ მოკვლას. შოუმ ისინი უნდა გადაარჩინოს. ცოტახანში ის გებულობს, რომ ეს არის შეთქმულება მთავრობის წინააღმდეგ, რომელშიც გარეულია მამამისი..
Evil Dead / ბოროტი მკვდრები (ქართულად)
საშინელება
ახალგაზრდა გოგონა მია, რომელიც ცდილობს დაძლიოს ნარკოდამოკიდებულება, ძმასთან და მეგობრებთან ერთად სახლიდან შორს, მიტოვებულ ქოხში გადაწყვეტს დასახლებას. უკვე დაბინავებულნი, ისინი აღმოაჩენენ მისტიკურ წიგნს სახელწოდებით „სიკვდილის წიგნი" და ასევე კასეტას, სადაც წიგნში განთავსებული წყევლებია ნათარგმნი. რაღა თქმა უნდა გადაწყვეტენ კასეტაზე დატანილი ტექსტის მოსმენას თუმცა მისი ჩართვისთანავე… მიძინებულ დემონთა გამოფხიზლება იწყება..
Incognito / ინკოგნიტო (ქართულად)
კრიმინალური
გარი – ნიჭიერი მხატვარია. მისი ნამუშევრები უამრავ კერძო კოლექციაში არსებობს. მაგრამ გარის სახელი ცნობილია მხოლოდ ვიწრო წრეებში. ის ინკოგნიტოდ მუშაობს, მისი სურათები კი – დიდი ხელოვნების ასლებია. გარი შეკვეთას მიიღებს – მან რემბრანტის სურათი უნდა დახატოს 500 ათას დოლარად. გარი გადაწყვეტს, რომ ამ თანხით ახალ კანონმორჩილ ცხოვრებას დაიწყებს. მან შეკვეთა შესანიშნავად შეასრულა, და ვერცერთი ექსპერტი ვერ მიხვდება გაყალბებას. მაგრამ კლიენტებმა არ მოისურვეს ფულის გადახდა და გარი მკვლელობაში დაადანაშაულეს, რომელიც მას არ ჩაუდენია. პოლიციისგან გაქცევისას, გარი ტყვედ აიყვანს მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტს რემბრანტის ნამუშევრებში – მარიკეს იმისათვის, რომ მისი დახმარებით დაამტკიცოს, რომ არც ქურდია და არც მკვლელი, არამედ უბრალო თაღლითი...
Deep Blue Sea / ღრმა ლურჯი ზღვა (ქართულად)
საშინელება
წყალქვეშა ლაბორატორიაში მეცნიერები ამუშავებენ ალცგეიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატს. ცდებს ზვიგენებზე ატარებენ, მათ გენეტიკურად ტვინის გაზრდის ხერხი აღმოაჩინეს. აგრესიული და ავი მტაცებლები მკვლელ-მონსტრებად გარდაიქმნებიან, რომლებსაც თავისი შემქმნელების განადგურება შეუძლიათ. ფილმის ფმირები განრისხებულ ზვიგენებს ებრძვიან. მაგრამ მათგან გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია...
Assassins / ქილერები (ქართულად)
მძაფრსიუჯეტიანი
რობერტ რეტი - საუკეთესო მკვლელია ქალაქში, მაგრამ პატიოსნების კოდექსი და თავის მოვალეობის გრძნობა, რაც როდესღაც მისი კარიერის ნაწილს შეადგენდა, გაქრა. რეტს ამ საქმეს უნდა დაანებოს თავი. სხვა მკვლელი, მიგელ ბეინი, ამბიციური ახალგაზრდა კაცი - პირიქით დიდი სურვილი აქვს ამ საქმეში პირველობა დაიკავის, და იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს - რეტი უნდა გაანადგუროს. მოქმედება ძალიან მალე ვითარდება, როდესაც სილვესტერ სტალონე რეტის როლში და ანტონიო ბანდერასი ბეინის როლში იცავენ თავის პროფესიონალურ სახელს დაქირავებული მკვლელების. ჯულიანა მურ თამაშობს მოხერხებულ ხაკერს, რომელიც ჩაითრიეს სასტიკ მკვლელების დუეთის ბრძოლაში.