MENU
მთავარი » მასალის არქივი
მეგობრები: გიორგი, თემო და სანდრო აეროპორტში მიდიან, სადაც მათი ბავშვობის მეგობარი - ქეთა უნდა ჩამოფრინდეს. ქეთა 10 წელია ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, არქეოლოგიის კათედრაზე მუშაობს. ბიჭები აპირებენ ქეთას ბათუმი დაათვალიერებინონ, თუმცა მას გეზი კახეთისკენ, არქეოლოგიურ გათხრებზე აუღია. თან ქეთა მარტო არ არის, მას ამერიკელი არქეოლოგი მიჩი და უამრავი მშვენიერი სტუდენტი გოგონა ახლავს. ამდენი გოგონას... დანახვით მოხიბლული ბიჭები, ხალისით გადაწყვეტენ დელეგაციას კახეთში გაჰყვნენ, თან ნიძლავს დებენ, ვინ უფრო მეტ გოგონას „შეაბამს". გიორგი თამაშს მალე ჩამოშორდება, რადგან მასსა და ქეთას შორის, თანდათან ბავშვობის სიყვარული იღვიძებს, თუმცა ქეთა მიჩსაც უყვარს და იგი საქართველოში, სწორედ ამიტომაა ჩამოსული. . .
სიყვარულის ბალადა / Love Ballade (2011/ქართულად)
ჯორჯი აფრიკის ჯუნგლებში გულში გაიზარდა, გორილებთან ერთად. მაიმუნებმა ასწავლეს მას ხეზე ხტომა... მაგრამ არ ასწავლეს თუ როგორ უნდა ჩამოვიდეს მიწაზე. მისი საუკეთესო მეგობრები – ველური ცხოველები არიან, რომლებიც უკვე როგორც შინაური ცხოველები ისე ჰყავს. სპილო – ძაღკივით ყავს, ლომი – კატასავით. მაიმუნმაც კი შიშსგან ლაპარაკი დაიწყო. ჯორჯის ცხოვრება უზრუნველად მიედინებოდა სანამ ის მშვენიერ ურსულას არ შეხვდა, რომელიც არა მარტო მოხიბლავს მას, არამედ სან–ფრანცისკოშიც წაიყვანს. დიდ ქალაქს მხოლოდ ჯენგლების მეფე აკლდა
George of the Jungle / ჯორჯი ჯუნგლებიდან (1997/ქართულად)
უმშვენიერესი ტროპიკული ზღვის სტიქიის შორის,დიდ რიფთან, განმარტოვებულად თავის შვილთან ნემოსთან ერთად ცხოვრობს მერილინი ულამაზესი ზღვის ბინადარი. ნემო გამოირჩევა ცნობისმოყვარეობით , მას უნდა რაც შეიძლება მეტი გაიგოს ოკეანეზე.ბედის ირონიით ნემო სახლიდან შორს აღმოჩნდება და კინაღამ თევზი-ტანკის სადილი გახდება. ნემო გასაჭირშია. მერილინს შვილის ძებნაში ერთგული მეგობრები ეხმარებიან. ნემომ კი ამასობაში უამრავი სახიფათო სიტუაციიდან თავის დაძვრენა უნდა მოახერხოს. მამა გააფთრებული დაეძებს შვილს, პატარა ნემო კი არც ისე უსუსური ყოფილა, როგორც მარლინს ეგონა...
Finding Nemo / ნემოს ძიებაში (2003/ქართულად)
როდი – პრივილიგირებული ვირთხა, რომელიც საყვარელი შინაური ცხოვრებით ცხოვრობს პრესტიჟულ პენტჰაუსში. ერთხელაც გაჭედილი ბაკანიდან ბინაში შემოძვრება კანალიზაციის მაცხოვრებელი ვირთხა, რომელსაც მოეწონება მდიდრული აპარტამენტები. მომაბეზრებელი სტუმარის მოსაშორებლად, როდი გადაწვეტს ის უნიტაზში ჩარეცხოს, მაგრამ კანალიზაციის ბინადარი არც ისე გულუბრყვილოა, როგორიც ჩანს პირველი შეხედვიდან, და უნიტაზში ჩარეცხილი აღმოჩნდება თვითონ როდი. კანალიზაციაში მოხვედრისას, მას მოუწევს მიჩვევა სრულიად ახალი, მისთვის უცნობი ცხოვრებისთვის.
Flushed Away / დაითესე (2006/ქართულად)
კაცობრიობა დგას დიდი მოვლენის წინაშე! სამი მაიმუნი – ავსტრონავტისგან შემდგარი უნიკალური გუნდი უნდა გაემგზავროს გალაქტიკაში სამოგზაუროდ. ლიუსი – ტიპიური ხუთოსანია, რაციონალური და ყოველთვის აქვს პასუხები ყველა კითხვაზე. ტიტანი – ტიპიური "სუპერ გმირია" – კუნთების გროვა და დიდი ეგო. და ჰემი – პირველი მაიმუნი – ასტრონავტის შვილიშვილი, რომელიც ოცნებობს ცირკში მუშაობაზე. ნრქ. (ნაციონალური რაკეტურლი ქვედანაყოფი) მოამზადებს მათ სახიფათო ფრენისთვის საიდუმლო პლანეტა ვაზუზე. არაჩვეულებრივი ანიმაციაა, მოგეწონებათ, ძალიან კარგი სიუჟეტია და გმირების განსხვავებული ბუნება მეტ ინტერესს მატებს მასში მომხდარ თავგადასხავალს.
Space Chimps / მაიმუნები კოსმოსში (2008/ქართულად)
I am Sam/ მე სემი ვარ (2001/ქართულად)
« 1 2 ... 82 83 84 85 86 ... 92 93 »