წყნარი ოკეანის ჯუნგლებიდან ნიუ-იორკისკენ მიემართება
საშინელი კატასტროფა. ხალხის თვალწინ ინგრევა ცათამწვერები, ტრიალდება
ავტობუსები, მთლიანად მიწისქვეშ ჩადიან შენობები. მაგრამ ეს არც მიწისძვრაა
და არც გრიგალია. ეს გოძილაა, ყველაზე საშინელი ურჩხული ისტორიაში.
მისთვის ადამიანთა ცივილიზაცია - მხოლოდ პატარა ჭიანჭველების ბუდეა,
სახლები ასანთის კოლოფები, ვერტმფრენები კი -მომაბეზრებელი ჭრიჭინებია.
მეგაპოლისის განადგურების დიდი საშიშროებაა.ჯარი, აღჭურვილი ტექნიკის ბოლო
გამოგონებებით, ვერ უპირისპირდება გიგანტურ ხვლიკს.