ჩარლი მაკკენზი - პოეტი-ლირიკოსია. მას შემოქმედებითი ხასიათი აქვს, ამიტომ
ხშირად წინააღმდეგობაში მოდის თავის თავთან ანუ შეიძლება ითქვას -
ნევროტიკია. ამიტომ, თავისი საქმიანობის რომანტიული ხასიათის მიუხედავად
ქალებთან ყოველთვის წარუმატებელია! მაგრამ, ერთხელ მაღაზიაში, რომელიც
ხორცეულის მდიდარი ასორტიმენტით ვაჭრობს, იგი შეხვდება მშვენიერ ჰენრიეტას -
თავისი ოცნების ქალიშვილს! თუ კოშმარების? იმიტომ, რომ მალე ჩარლის გულში
ეჭვი შეეპარება, რომ მისი რჩეული არც ისეთი საოცარი და უმშვენიერესია და
სინამდვილეში ცივსისხლიანი სერიული მკვლელია - მისის იქსი, რომელიც
ქორწინების შემდეგ ყველა ახალ ქმარს კლავს. ამისდამიუხედავად, ჩარლი მას
შესთავაზებს დაქორწინებას, რომელსაც ”დაუვიწყარი” საქორწინო მოგზაურობა
მოყვება, სადაც ყველაფერი გაირკვევა!