MENU
მთავარი » 2013 » ივლისი » 18
1900 წლის, ერთ შესანიშნავ დილას, იტალიის პროვინცია ემილიაში იბადება ორი ბიჭი. ოლმო - მრავალშვილიანი, მაგრამ ძალიან ღარიბი ოჯახის კიდევ ერთი შენაძენია. ალფრედო კი მდიდარი ოჯახის შვილია. მიუხედავად ასეთი სოციალური მდგომარეობის სხვაობისა ბიჭები არა მარტო დამეგობრებას, არამედ ამ მეგობრობის მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნებას ახერხებენ. ისინი ევროპის რთული წლების ბავშვები არიან, ხოლო მათი ზრდასრულობის წლები ჰიტლერის ეპოქას ემთხვევა. იცვლება საზოგადოების საუკუნის თადარიგი, ხალხი სოციალისტებისგან სულ უფრო მეტს იგებს საკუთარი უფლებების შესახებ, მუსოლინი ხელთ იგდებს ძალაუფლებას. ცვლილებების ქარი ემილიას პროვინციაშიც იჭრება.
Novecento / მეოცე საუკუნე (1976/ქართულად)
ჯოში და რინეი თავის ბავშვებთან ერთად გადადიან ახალ სახლში და ბარგის გახსნასაც ვერ ასწრებენ, რომ უცნაური მოვლენები იხსნება. ნივთები თავისით გადაადგილდებიან, ბავშვების ოთახში უცნაური ხმები ისმის... მაგრამ ყველაზე მეტად მშობლებს ის შეაშინებთ, როცა 10 წლის დალტონი კომაში ჩავარდება. ექიმების ყველა ცდა უშველონ ბავშვს, წარუმატებელია. რამდენიმე თვის შემდეგ მას სახლში აბრუნებენ და ბავშს უვლის დედა და ძიძა. მაგრამ უცნაური მოვლენები სახლში კვლავ გრძელდება. სასოწარკვეთილი მშობლები მზად არიან ნებისმიერს სთხოვონ დახმარება, მაგრამ აღმოჩნდება, რომ კომაში ჩავარდნილი დალტონი ქვეცნობიერად პარანორმალურ სამყაროსთანაა დაკავშირებული...
Insidious / ეშმაკი (2010/ქართულად)