MENU
მთავარი » 2014 » იანვარი » 31
დიკი და მამამისი ნახევრადდანგრეულ სახლში ცხოვრობენ, სადაც ერთადერთი გართობა ტარაკანების ჭერაა, დამპალი ვაშლი კი -დელიკატესი. მამა მშენებლობაზე მუშაობს, რათა შვილის განათლება უზრუნველყოს. სიღარიბე მუდამ თან დასდევს დიკის თანაკლასელების მხრიდან დაცინვებსა თუ მასწავლებლებისგან წამისულ ზიზღში. მას ყოველთვის გახვრეტილი ფეხსაცმელი აცვია, რომელსაც მამა ნაგავსაყრელზე პოულობს. მაგრამ ერთხელაც მათ სახლში უცნაური და გაურკვეველი, ბურთისმაგვარი ნივთი ჩნდება, რომელიც არამიწიერი წარმოშობის არსება აღმოჩნდება. მას ფორმის შეცვლა და სასწაულების მოხდენა შეუძლია. დიკის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.
Cheung Gong 7 hou / სი ჯეი 7 (2008/ქართულად)
ჰოლანდიის ახალგაზრდა მოცეკვავეთა ხუთი საუკეთესო ჯგუფი ნიუ-იორკში საერთაშორისო კონკურსზე გასაფრენად ემზადება. თუმცა აფრენამდე საათით ადრე პროექტს დაფინანსებას შეუწყვეტენ და გადადებენ.ამის შემდეგ ხუთი სასოწარკვეთილი მოცეკვავე ამერიკაში დამოუკიდებლად გამგზავრებას გადაწყვეტს. ისინი ფაქტობრივად არ იცნობენ ერთმანეთს.მათ ცარიელი ჯიბეები და მცირე გამოცდილება აქვთ. მათ მხოლოდ აშშ-ს უფასო ავიაბილეთები და გამარჯვების სურვილი აქვთ. გამოსავალი ერთია-ჩამოაყალიბონ საკუთარი ჯგუფი და კონკურსისთვის ერთად მოემზადონ,მაგრამ გადამწვეტ გამოსვლამდე მათ ნიუ-იორკში მთელი ორი კვირის განმავლობაში უფულოდ მოუწევთ ყოფნა...
Body Language / ქუჩის ცეკვები: ნიუ-იორკი (2011/ქართულად)